|
2026-10-12 17:26:57, 318 ნახვა
მსოფლიო
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო ევროკავშირმა მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციები გააფართოვა. ბრიუსელის სანქციებმა დამატებით 1600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი მოიცვა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დადასტურებული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს დასანქცირებულთა სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. 1600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირიდან ნახევარზე მეტს კავშირი აქვს რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოებასთან. ჩამონათვალი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 ოქტომბერს, სანქციების სიის გაფართოებაზე შეთანხმდნენ ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლები. ევროკავშირის სანქციები ნიშნავს აქტივების გაყინვას, ეკონომიკური ურთიერთობებისა და მომსახურების აკრძალვას. ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაც.
Yandex-ის გათიშვამ საქართველოც იმოქმედა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)