17:48 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-12 16:56:58, 318 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ

12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ხელფასი ექნებოდა დაახლოებით სულ მცირე 50 000 და 100 000 ლარი.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მაგრამ მზად ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში უარი ვთქვა ზრდაზე, რაც არის გათვალისწინებული. წელს არის 8.4% მთლიანად საჯარო სექტორში, შეიძლება გარკვეული უხერხულობები ამან გამოიწვიოს, მაგალითად, კონკრეტული სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი გადამასწრებს თავისი ხელფასით, უხერხულობებს გამოიწვევს, მაგრამ მზად ვარ ამისთვის, მაგრამ მე სუბიექტური ვარ. გადავალ მინისტრებზე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს, რაც აქვს, რაც არის ზუსტად არ ვიცი, ხელზე იღებენ ალბათ დაახლოებით 12 000 ლარს ახალი მაჩვენებლებით. 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ. კერძო სექტორში ხელფასები არის რადიკალურად გაზრდილი და მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით, სულ მცირე, 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 12 000 ლარი მინისტრისთვის არის ბევრი, ნორმალურია ეს? არ არის ბევრი. მინისტრს 12 000 ლარი ხელფასი აუცილებლად უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
Yandex-ის გათიშვამ საქართველოც იმოქმედა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics