|
2026-10-12 12:55:58, 630 ნახვა
სამართალი
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს კვლევას - "სპეციალიზაცია და ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების დაუსაბუთებელი გადაყვანები საქართველოში - ზემოქმედების ბერკეტი სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ხელში". საიას თქმით, დოკუმენტის მიზანია, მაშინ, როდესაც სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება, დააიდენტიფიციროს ის გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ახლდეს მოსამართლეების სპეციალიზაციასა და ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების დაუსაბუთებელ და ქაოსურ გადაყვანებს. საიას განმარტებით, პრაქტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის, სისტემაში არაფორმალური გავლენებისა და ანგარიშვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებული ხანგრძლივი გამოწვევების ფონზე, სპეციალიზაციის მექანიზმი არ ემსახურება მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას. საია აღნიშნავს, რომ იგი იუსტიციის საბჭოს ხელში არსებული დამატებითი ზემოქმედების ბერკეტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონკრეტული საქმეების განმხილველი შემადგენლობის ფორმირებაზე ზემოქმედებისთვის, არასასურველი მოსამართლეების ნაკლებად სენსიტიურ კატეგორიებში გადასაყვანად და სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გასაძლიერებლად. "დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება კონსტიტუციით დაცული უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებაა. მიუხედავად არსებული ჩანაწერისა, წლების განმავლობაში სასამართლომ ვერ შეძლო მიუკერძოებელ სისტემად ჩამოყალიბება. გატარებული საკანონმდებლო რეფორმები ფასადური აღმოჩნდა და დამოუკიდებელი, გავლენებისგან თავისუფალი მართლმსაჯულება კვლავ გამოწვევად რჩება. სისტემის მთავარი გამოწვევა კორპორატივიზმი და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფია. მისი წევრები, წლებია, მნიშვნელოვან მენეჯერულ თანამდებობებს იკავებენ.1 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების მიზნით, უნდა დაიცვას როგორც თავად სისტემის, ისე ცალკეულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და, იმავდროულად, უზრუნველყოს მართლმსაჯულების ეფექტიანობა და ხარისხი.2 ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (შემდგომში - ვენეციის კომისია) 2023 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში მიუთითებს, რომ დაუშვებელია კორპორატივიზმი, რომელიც წაახალისებს მოსამართლეების ერთი ჯგუფის ინტერესებს სისტემაში არსებული სხვა ჯგუფების საზიანოდ.3 სასამართლოში არაფორმალურ გავლენებზე საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის,4 ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების აღსრულების მონიტორინგის ანგარიშებშიც. 5 წინამდებარე დოკუმენტის მთავარი მიზანია, ზემოაღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ, როცა სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება, დააიდენტიფიციროს ის გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ახლდეს მოსამართლეების სპეციალიზაციას და ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების დაუსაბუთებელ, ქაოსურ გადაყვანებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)