13:33 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-11 12:31:28, 341 ნახვა

სამხედრო
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, ცეცხლის კერა ერთ-ერთ ძველ, ექსპლუატაციაში არმყოფ ნაგებობაში წარმოიშვა, სადაც ამ დროისთვის მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„დელტაში“ აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურების დროული ჩარევის შედეგად ვითარების ლოკალიზება მოკლე დროში მოხერხდა, ამ ეტაპზე კი ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია.

„დელტას" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და სადაც მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლის კერა გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სამსახურების სწრაფი ჩარევის შედეგად, ვითარება მოკლე დროში ლოკალიზდა და ამ დროისთვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საწარმოა. მისი ძირითადი საქმიანობა სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შექმნა, წარმოება და მოდერნიზაციაა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპის განცხადებას, რომ „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
პენსი - სანქციების მოხსნა წარმოადგენს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის მემკვიდრეობისა და აშშ-ს ლიდერობის ღალატს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics