|
2026-10-09 13:24:52, 719 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებაზე - ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა
ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა, სხვა კომენტარი რა გავაკეთო არც კი ვიცი, - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განცხადებას, რომ „სხვა პატიმრების გათავისუფლების შემდეგ იქნება მსჯელობა იმაზე, პაატა ბურჭულაძე უფრო ფასეულია ციხეში თუ თავისუფლებაზე“. ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა თავად პაატა ბურჭულაძის პოზიციასაც, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა. „რა თქმა უნდა, ბურჭულაძის ეს განცხადება არის აშკარა ანონსი. მასაც არ უნდა, ბუნებრივია, ციხეში ყოფნა და ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა, საბოლოო ჯამში, საკუთარი ბრალის აღიარება. ეს კარგი იქნება, მასაც მოვუწოდებ აღიაროს საკუთარი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება, ის დატოვებს საპატიმროს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, ზოდელავამ, ბურჭულაძემ, სხვებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, მათ ხელისუფლების დამხობა სცადეს, ასეთ პირობებშიც კი, ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი ნაბიჯი გადავდგათ. მიხარია, რომ მისი მხრიდან აღიარება დაანონსდა, რა თქმა უნდა, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება.... [რაც შეეხება შვილს], მე არ ვიცი, ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა, სხვა კომენტარი რა გავაკეთო, არც კი ვიცი. თავის დროზე, ჩახუნაშვილის შვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, ახლა ბურჭულაძის შვილმა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)