|
2026-10-09 12:52:17, 2487 ნახვა
ეკონომიკა
გასულ წელს, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 165 ლარი იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.9%-ით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა - ამის შესახებ საქსტატი წერს. უწყების ცნობით, ხელფასების მატება თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ანაზღაურება კვლავ საფინანსო/სადაზღვევო სფეროსა (4 123.6 ლარი) და ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორშია (4 042.6 ლარი). მონაცემები აჩვენებს, რომ გენდერული დაშლით კაცების საშუალო ხელფასი (2 586.5 ლარი) კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ქალებისას (1 743.4 ლარი), ხოლო რეგიონულ ჭრილში ყველაზე მაღალი ანაზღაურება ქალაქ თბილისში ფიქსირდება (2 565 ლარი). საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს არასახელმწიფო (კერძო) სექტორში საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე სახელმწიფო სექტორში:
სხვაობა: 2025 წელს სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასახელმწიფო სექტორთან შედარებით 405.6 ლარით (17.6%-ით) ნაკლები იყო.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)