11:42 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 10:31:28, 287 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებამდე შეიმუშაოს ირანში სამიზნეებზე დარტყმის ვარიანტები, იტყობინება The Atlantic ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების ცნობით, თეთრმა სახლმა პენტაგონს სთხოვა, შეიმუშაოს ირანის სამიზნეებზე დარტყმის ვარიანტები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს შუალედურ არჩევნებამდე.

წყაროებმა აღნიშნეს, რომ შესაძლო დარტყმების მასშტაბები და მიზნები, ასევე ის, თუ რამდენად იმოქმედებს ადმინისტრაცია საბოლოოდ, ჯერ კიდევ განიხილება.

„ეს შექმნის პრეზიდენტის გამარჯვების შთაბეჭდილებას და ბენზინის ფასები დაიწყებს ვარდნას“, - განუცხადა გამოცემას რესპუბლიკური პარტიის უსახელო წევრმა.

ერთ-ერთმა წყარომ დააკონკრეტა, რომ გეგმებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ამუშავებს.

The Atlantic დასძენს, რომ შეზღუდულ ოპერაციას შეიძლება მოჰყვეს უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები შუალედური არჩევნების შემდეგ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics