12:28 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 11:07:34, 294 ნახვა

ეკონომიკა
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 მილიონ 740 ათასი ლარით (5.74 მლნ ლარი) განისაზღვრა.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ახალ უწყებას 65 თანამშრომელი ეყოლება. მათი შრომის ანაზღაურებისთვის (ხელფასებისთვის) მთელი წლის განმავლობაში ჯამში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გარდა ამისა, საბიუჯეტო პროექტით განსაზღვრულია, რომ გასტრონომიის სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტიდან 5 მილიონ 20 ათასი ლარი (5.02 მლნ ლარი) უშუალოდ ხარჯვით ნაწილს წარმოადგენს.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ახალი საბიუჯეტო პროგრამა „გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვა და კოორდინაცია”.

დოკუმენტის თანახმად, სააგენტოს ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება;
  • სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, პოპულარიზაცია და მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა.

 

bm.ge უწყებას უკვე დაუკავშირდა კითხვებით, რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ დროისთვის სააგენტოში, დანიშნეს თუ არა უკვე მოადგილეები და ასევე, დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელად 3 აგვისტოს ლევან ქარუმიძე დაინიშნა.

იქამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ ირაკლი კობახიძემ დადგენილება 18 ივნისს გამოსცა, ხოლო სააგენტოს დებულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 15 ივლისს დაამტკიცა.

დებულების მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. უწყების სტრუქტურაში 10-მდე დეპარტამენტი და სამსახური შეიქმნება, მათ შორის გასტრონომიული მემკვიდრეობის, განვითარების, პოპულარიზაციისა და პროექტების მართვის დეპარტამენტები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიული, ადამიანური რესურსებისა და ანალიტიკის სამსახურები.

სააგენტოს უფლებამოსილებებს შორისაა ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, დოკუმენტირება და ციფრული აღრიცხვა, ტრადიციული პროდუქტებისა და ენდემური კულტურების პოპულარიზაცია, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მხარდაჭერა, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების განვითარება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო დონეზე ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია.

სააგენტო დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის მიერ გაწეული მომსახურების საფასურიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

ფოტომონტაჟი გამოაქვეყნა  bm.ge - მ





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics