|
2026-10-08 11:11:02, 7681 ნახვა
საზოგადოება
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ შექმნილი საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge - უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშიც არის ხელმისაწვდომი. აპლიკაციების საშუალებით, მომხმარებლებს ფასების შედარება და სასურველი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება მობილური მოწყობილობიდანაც შეუძლიათ. www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასების ერთ სივრცეში შედარების, ინდივიდუალური კალათის შექმნისა და პოტენციური დანაზოგის გამოთვლის შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე შესაძლებელია 13 საბაზისო სასურსათო და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასების შედარება. პორტალის განვითარების ფარგლებში, მას ახალი სავაჭრო ქსელები დაემატა და, ამ დროისათვის, საიტზე 16 წამყვანი სავაჭრო ქსელის ფასებია წარმოდგენილი. პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს უახლოესი ფილიალის მოძიება შეუძლია. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ოპერატიულად ახლდება, რაც მომხმარებლებს ფასების მიმდინარე მდგომარეობის შედარების შესაძლებლობას აძლევს. სექტემბრის ფასების დინამიკის მიხედვით, თვის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 4.4%-ით, ხოლო 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა. www.ekalata.gov.ge საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მოკლევადიანი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა და მისი მიზანია მომხმარებლებისთვის საბაზისო პროდუქტებზე არსებული ფასებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში მიწოდება, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ფასების შედარების გამარტივება და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. სტრატეგიის ფარგლებში, პორტალის მონიტორინგს GCCA ახორციელებს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო პლატფორმის განვითარებას აგრძელებს და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფუნქციებისა და სერვისების დანერგვას მომავალშიც გეგმავს.
PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



