|
2026-10-02 19:35:17, 1868 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - პენიტენციურის ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს იმას, რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება
“საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია პენიტენციურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. როგორც ლომჯარია წერს, რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს.
რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ბადრაგებმა გააუპატიურეს. "დეესკალაციაში ჩამიყვანეს და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. ამას ვამბობ ჩემი ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლევ, ჩანს, როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან - ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს, შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. კამერაში ეს ყველაფერი ჩანს. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, სპეციალურად ისე დგანან, რომ არ გამოჩნდნენ, მაგრამ მაინც ვერ ფარავენ. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოგიდენიათ [...] სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ რომ როგორია, გაგაუპატიურონ და ყოველდღე ისევ იმ ბადრაგებს უყურო". - ამბობს პატიმარი პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში დაკავებულს ბადრაგებმა სცემეს და მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სისტემატურად ხორციელდება. გიორგი დავითაძე, საკრებულოს ყოფილი წევრი, ავთანდილ დავითაძის შვილია ოჯახის ინფორმაციით, ინციდენტი დეკემბერში მოხდა, რა დროსაც ბადრაგის 9 თანამშრომელმა პატიმარი დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანა და მასზე იძალადა. გიორგის დედა, ირმა დავითაძე ამბობს, რომ ძალადობა პოლიციის მოქმედი თანამშრომლის დავალებით ხდება, რომელსაც გიორგი დავითაძის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, და მოითხოვს მის სასწრაფო გადაყვანას სხვა დაწესებულებიდან
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)