|
2026-10-02 15:05:55, 312 ნახვა
პოლიტიკა
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ომბუდსმენის აპარატმა ვერ ნახა. როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად შეისწავლა საკითხი და მათ შორის ნახა ვიდეოჩანაწერები. „ეს საკითხი ჩვენ მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის მოვითხოვეთ დაარქივებული მასალები და ვნახეთ ვიდეოჩანაწერები. ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“, - განაცხადე ლევან იოსელიანმა. რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ბადრაგებმა გააუპატიურეს. "დეესკალაციაში ჩამიყვანეს და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. ამას ვამბობ ჩემი ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლევ, ჩანს, როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან - ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს, შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. კამერაში ეს ყველაფერი ჩანს. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, სპეციალურად ისე დგანან, რომ არ გამოჩნდნენ, მაგრამ მაინც ვერ ფარავენ. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოგიდენიათ [...] სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ რომ როგორია, გაგაუპატიურონ და ყოველდღე ისევ იმ ბადრაგებს უყურო". - ამბობს პატიმარი
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)