01:43 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 18:44:31, 647 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძემ გამოფენა - „ნოე რამიშვილი - 135“ დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გამოფენას სახელწოდებით „ნოე რამიშვილი - 135“ დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

გამოფენაზე თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული ნოე რამიშვილის პირადი ნივთები, წიგნები, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ფოტოები და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები იყო წარმოდგენილი.

მოგვიანებით, იმავე თემაზე დისკუსია გაიმართა, რომელსც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ლექტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე უძღვებოდა.

ღონისძიება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის პირველი თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის 135 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics