2026-09-30 11:58:20, 518 ნახვა
პოლიტიკა
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის დათმობა და მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სურთ, საზოგადოებას მათი დაკავებული შვილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
მათი თქმით, მსგავსი 24-საათიანი აქცია ივნისშიც გამართეს, თუმცა მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. მათ შორის არიან ზვიად ცეცხლაძისა და გიორგი ტერიშვილის ოჯახის წევრები.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან