12:15 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 11:20:25, 458 ნახვა

ეკონომიკა
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

PSP-ს K-Beauty გათამაშების სამი გამარჯვებული, მათ გამარჯვებაში მონაწილე ფარმაცევტები და ინფლუენსერები კორეის დედაქალაქ სეულს ესტუმრნენ. მოგზაურობა 17-21 სექტემბერს გაიმართა და მონაწილეებისთვის კორეული სილამაზის კულტურის გაცნობასთან ერთად, ქალაქის ღირსშესანიშნაობების და კორეული ცხოვრების სტილის აღმოჩენას მოიცავდა.

გამარჯვებულებთან - ეკა გაბადაძე, ანნა ბაინდურაშვილი, ვიკა მაყიშვილი - ერთად, მათ მომგებიან არჩევანში მონაწილე PSP-ს თანამშრომლები მაკა ქიტიაშვილი, მარიამ წიკლაური და ია გზირიშვილი გაემგზავრნენ; ასევე ინფლუენსერები - ფოქსი ელენიკო, Skinivar - მარიამ ივანიაძე, ლიკა კვარაცხელია და PSP-ს თანამშრომლები.

PSP-ს მიერ ორგანიზებული K-Beauty ტურის ფარგლებში სპეციალურად დაგეგმილ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. Mizon და COSRX-ის გუნდებმა საოცარი მასპინძლობა გაუწიეს საქართველოში მათი ექსკლუზიური და სანდო პარტნიორის, PSP-ს სტუმრებს.

მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი კორეის სილამაზის ინდუსტრიის გაცნობას დაეთმო. სტუმრები მსოფლიოში ცნობილ კორეულ ბრენდებს - Mizon-სა და COSRX-ს  ეწვივნენ და მათი პროდუქტებისა და საქმიანობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ტურის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ კორეელი სტილისტებისა და ვიზაჟისტების პროფესიონალურ მომსახურებით და უფრო ფართოდ გაცნობოდნენ კორეული თავის მოვლისა და კოსმეტიკის პროდუქტებს.

გათამაშებაში მონაწილეობა PSP-ს მომხმარებლებს კორეული ბრენდების - Mizon, Village11, Missha, A’pieu, Dermafirm და COSRX - პროდუქციის შეძენით შეეძლოთ. PSP-ს აფთიაქში ან ონლაინ შეძენისას „ჩემი ოჯახის ბარათის“ დაფიქსირებით მომხმარებელი გათამაშებაში ავტომატურად ერთვებოდა.

გათამაშების ფარგლებში მთავარი პრიზის - კორეაში მოგზაურობის გარდა, 1000 მონაწილე სხვადასხვა საჩუქრით დაჯილდოვდა. მათ შორის იყო Dyson-ის თმის უთოები და სტაილერები, Fujifilm Instax Mini-ის კამერები, JBL-ის დინამიკები და კორეული თავის მოვლის პროდუქტების ნაკრებები.

PSP საქართველოს ფარმაცვეტული ბაზრის ლიდერია ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად. ბრენდის ერთგულებას და ნდობას აძლიერებს კვალიფიციური მომსახურება და პროდუქტების ფართო არჩევანი, მათ შორის კორეული ბრენდების - Mizon, COSRX, Missha, Beauty of Joseon, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, ყველაზე ფართო ასორტიმენტი.

„PSP-სთვის K-Beauty-ის გათამაშება მომხმარებლებთან ურთიერთობისა და მათთვის ახალი გამოცდილებების შექმნის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო. სეულში სტუმრობა მონაწილეებისთვის მხოლოდ მოგზაურობა არ ყოფილა, ეს იყო K-Beauty-ის კულტურის უშუალოდ გაცნობის, ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და დაუვიწყარი მომენტების გაზიარების შესაძლებლობა.

განსაკუთრებით გვიხარია, რომ გამარჯვებულებთან ერთად ამ მოგზაურობაში იმყოფებოდნენ ფარმაცევტებიც და ჩვენი მეგობარი ინფლუენსერები. სეულში გატარებულმა დღეებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, აღმოეჩინათ კორეული სილამაზის კულტურა, გაცნობოდნენ ცნობილ ბრენდებს და შეექმნათ ახალი, დაუვიწყარი მოგონებები“. - აცხადებენ PSP-ში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
აშშ-მ ირანისთვის იარაღის მიწოდების დახმარების გამო რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics