2026-09-28 15:24:19, 455 ნახვა
სამართალი
დედოფლისწყაროში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 20 წლის ბიჭი დააკავეს
დედოფლისწყაროში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 20 წლის ბიჭი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
ადგილობრივი მედია "დედოფლისწყაროს ახალი ამბები" წერს, რომ გუშინ სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან