|
2016-04-08 11:54:24, 553 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში არქეოლოგიურ პროექტებზე იმსჯელეს
თბილისის მერიაში, არქეოლოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სხდომაზე, საბჭოს წევრებმა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული პროექტები განიხილეს და არქეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. მათივე ინფორმაციით, არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, მიმდინარე წლის 13 მარტს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი პროექტების წარსადგენად დრო პირველ აპრილამდე მიეცათ. კონკურსის შედეგად დედაქალაქის მერიაში „შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის პროექტები შევიდა. პროექტის ავტორებმა საბჭოს წევრებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. საბჭოს წევრებმა პროექტებთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცეს. აღნიშნულ მონაკვეთებზე არქეოლოგიური კვლევა აპრილის ბოლოდან დაიწყება. სამუშაოებში ჩაერთვებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. დედაქალაქში, არქეოლოგიური სამუშაოები, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2015 წლიდან განახლდა. კვლევების გასაახლებლად, თბილისის არქეოლოგიური საბჭო დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი თბილისის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)