12:44 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-15 09:52:20, 255 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე -ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია

ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, -  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტული „რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მისი შეფასებით, ქსენოფობია ზოგადად და კონკრეტულად რუსოფობია  არის ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს.

„ცნება რუსოფობია კი არ უნდა მოკლათ, რუსოფობია უნდა მოვკლათ ჩანასახშივე საქართველოში. რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობიის ყოველგვარი გამოვლინება ქართველებისთვის არ არის ორგანული. ჩვენ ვართ განთქმული ისტორიულად სტუმარ-მასპინძლობით, ტოლერანტული დამოკიდებულებით უცხოელის მიმართ, უცხო ადამიანის მიმართ. ეს არ არის ორგანული ჩვენთვის. 2008 წელს უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტი ბუნებრივი აგრესია, თუ ოდესმე შეიძლება ეს გაჩენილიყო, როდესაც 1 თვის წინ და 1 წლის წინ 400-ზე მეტი ადამიანი მოგიკლეს, განხორციელდა ოკუპაცია, 30 000 კაცი გამოგიდევნეს. ყველაზე მეტი ბუნებრივი აგრესია ხომ მაშინ უნდა ყოფილიყო. მაშინ არავის არ გაუპროტესტებია რუსი ტურისტი იმიტომ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა იყო. ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე -  მთავარი რუსოფობები -  გამოდიოდნენ და სიამაყით ამბობდნენ, როგორი გახურებული ტურიზმი გვქონდა რუსეთთან, როგორი გახურებული ბიზნეს ურთიერთობები გვქონდა.  დღევანდელი გამოგონილი რუსოფობები, ხელოვნურად გარუსოფობებული ადამიანები. ამიტომ ვამბობთ, რომ რაღაცები ხელოვნურად შეგიძლია დაალაგო. როგორც აფხაზებში დაალაგეს ხელოვნურად ქართველოფობია, ანალოგიურად ჩვენთანაც არის ძალა, უცხოური ძალა, რომელიც ხელოვნურად ალაგებს ქსენოფობიას კონკრეტულად ამ შემთხვევაში რუსოფობიის სახით. ამას აქვს ორი მიზანი: პოლიტიკური პრობლემების შექმნა, ესკალაციის გამოწვევა და მეორე - ეს არის ეკონომიკური პრობლემების შექმნა.
მადლობა ღმერთს, ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მათ შორის იმის შედეგად, რომ რუსოფობიას დავარქვით თავისი სახელი, ამიტომ არ მოსწონს აგენტურას ცნება,  განა რუსოფობია არ მოსწონთ, ცნება რუსოფობია არ მოსწონთ იმიტომ, რომ ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ.  ამიტომ უნდათ, რომ მოკლან ცნება რუსოფობია და არა რუსოფობია ჩვენს ქვეყანაში.  ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია. ქსენოფობია ზოგადად და კონკრეტულად რუსოფობია  არის ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. როდესაც ცდილობ ადამიანებს დააჯერო ის, რომ კონკრეტული ერი შეიძლება იყოს ცუდი, ერი და ხალხი - საზოგადოებას უნდა გეგონოს ბნელი. ვიღაცებს ჰგონიათ, ამ უცხოელ პატრონებს, რომ ქართულ საზოგადოებაში საკმარისი რაოდენობით ადამიანებს ნახავენ, თუნდაც 5%-ს, 3%-ს, არ ვიცი რამდენის იმედი აქვთ, რომელიც ისეთი ბნელია, რომ ამ კამპანიას აჰყვება.
მართლა არიან ადამიანები,  თითზე ჩამოსათვლელი, ცოტა, აგენტურის რაღაც ბირთვი, რომელიც ამ კამპანიას მიჰყვება, მაგრამ ქართველი ხალხი, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის ორგანულია აბსოლუტურად ტოლერანტობა და არაორგანულია ქსენოფობია ნებისმიერი გამოვლინებით, ამ კამპანიას არ აჰყვება. მაგრამ თუ ფხიზლად არ ვიქნებით, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავუპირისპირდეთ არა ტერმინ ქსენოფობიას და რუსოფობიას, არამედ რუსოფობიას ძირშივე. მიუხედავად იმისა, რომ რუსოფობიის გაღვივების შანსი საქართველოში ძალიან ცოტაა გამომდინარე ჩვენი ხალხის ბუნებიდან, ამის მიუხედავად უნდა ვიყოთ ფრთხილად და ძირშივე უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ მცდელობას, რომ საქართველოში გააღვივონ ქსენოფობია, კონკრეტულად რუსოფობიის სახით.  რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას - ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ  პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ." - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
შარმანაშვილი - პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციურ ქმედებებს ჩადიოდნენ და ახლაც ჩადიან, პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ჩამოშორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics