|
2026-09-01 20:49:08, 5067 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: კობახიძე-მდინარაძის დროს თვითმკვლელობებზე კითხვები პასუხგაუცემელია
საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს, - წერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებაში კითხვები რჩება უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჯორბენაძეს ინტერვიუ დიტო ჩუბინიძემ ჩამოართვა, რომელიც ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებდა. "ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა. თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს. ერთხელ კიდევ საზოგადოებისთვის განვმარტავ რას გულისხმობდნენ ჩემთვის გამოგზავნილი წერილის პირველ პუნქტში, სადაც ნახსენებია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, ირმა ინაშვილი და მათი აქტიურობის გამო გაჩენილი აღქმები და ეჭვები. ამ საკითხზე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თავად განმარტა, რომ მე არავითარი შეხება არ მქონია და არც მაქვს მათ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. შესაძლოა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიების შესახებ საერთოდ არაფერი მეთქვა, რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ერთი შემზარავი ფაქტი რომ არ გამეგო. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეზიარებინა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილს და მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს.
არჩევნების წინ ბელგრადში მასშტაბური სტუდენტური დემონსტრაცია გაიმართა
ევროპარლამენტი ევროკავშირს შავ ზღვაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
ტრამპის თქმით, მასკმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე წვდომა აღუდგინა.
ზელენსკი: ჩვენ ფინეთთან მივაღწიეთ შეთანხმებას მისი თანამგზავრული შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)