13:28 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-15 12:31:56, 216 ნახვა

პოლიტიკა
შარმანაშვილი - პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციურ ქმედებებს ჩადიოდნენ და ახლაც ჩადიან, პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ჩამოშორდნენ

საკონსტიტუციო სარჩელის ვადა იანვრისთვის გადიოდა და სასამართლოს მიმართ თხოვნა გვექნება, იქნებ, სარჩელის განხილვა ამავე ვადებში მოხდეს. სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, – ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენერლმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო წელი არ არის და სამ თვეს მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენი ტაქტიკა ცნობილია – პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციურ ქმედებებს ჩადიოდნენ და ახლაც ჩადიან, პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ჩამოშორდნენ, რათა იმ პარტიებს და იმ ორგანიზაციებს გზა გაეხსნათ, რომლებსაც ისინი ხელს უშლიდნენ, რომ პოლიტიკურ ველზე შესულიყვნენ. სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, მაგრამ სასამართლოს ვთხოვთ, რომ ეს იანვარს არ გადაცდეს. ჩვენი ამოცანაა, ეს პარტიები არაკონსტიტუციურად იყოს ცნობილი. სამი თვის შემდეგ იქნება თუ ახლა, რა მნიშვნელობა აქვს? ახლა საარჩევნო წელი არ არის, არც მომდევნო წელი. ამდენად, ამ ერთ, ორ და სამ თვეს მნიშვნელობა არ აქვს. არ გვაინტერესებს, ვინ დარჩება და ვინ – არა. პოლიტიკირ ველზე არცერთი არაკონსტიტუციური პარტია არ უნდა დარჩეს. შევეცდებით, დავამტკიცოთ, რომ ეს პარტიები არაკონსტიტუციურია. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, მათ თავიანთი დაიცვან.

სარჩელი როდესაც ყალიბდება ან პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას იღებს, ყველას შეიძლება, სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდეს. იმ ეტაპზე ჩაითვალა, იქნებ არ ღირდა და კონცენტრირება უნდა მოგვეხდინა, ვთქვათ, იმ პარტიებზე, რომლებზეც უკვე შეტანილი გვქონდა. ახლა ჩაითვალა, საქმეს თუ ვაკეთებთ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაშინ არაკონსტიტუციურ პარტიად ვისაც ვთვლით, მოდი, გრადაციას ნუღარ მოვახდენთ და ყველა ეს საკითხი განხილულ იქნეს სასამართლოში. დანარჩენი სასამართლოზეა დამოკიდებული, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გაიზიარებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics