|
2026-09-08 10:48:33, 1063 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ წარმოებას აფართოებს
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ არსებულ საწარმოო კომპლექსს აფართოებს და ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საწარმოო ხაზს ამატებს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ. დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 1.5 მლნ. დოლარია. აღნიშნული პროექტი საწარმოს გაფართოება, ახალი საწარმოს აშენებას და მისი ახალი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას ითვალისწინებს. შედეგად, წარმოების მოცულობა დაახლოებით 40%-ით გაიზრდება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ახალი პროდუქცია შესთავაზოს. „შპს „ქართული რძის პროდუქტები“ უკვე 20 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის ნატურალური, მაღალი ხარისხის რძის ნაწარმის შეთავაზებაზე. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. სწორედ ბანკის მხარდაჭერით შევძელით საწარმოს გაფართოება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და წარმოების მოცულობის ზრდა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე და მომხმარებლებს ახალი პროდუქცია შევთავაზოთ,“ - განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა, კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა. „საქართველოს ბანკი აგრძელებს პარტნიორ ბიზნესების გაძლიერებას და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, პარტნიორ კომპანიებს შევუქმნათ ყველა საჭირო შესაძლებლობა, რათა მათ საქმიანობა წარმატებით განავითარონ და ბაზარზე მყარი პოზიცია დაიმკვიდრონ. “ქართული რძის პროდუქტები” ამის ნათელი მაგალითია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო გერგედავამ.
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)