21:22 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-07 20:31:22, 233 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი - ტყუილად ნუ წვალობთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და ხელისუფლებას „ამაზრზენ და ტრაგიკულ“ მასკარადში ადანაშაულებს.

ღარიბაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ "სასაცილო და უსუსურ" მეთოდებზე "ტყუილად ნუ წვალობებ", რადგან როგორც "წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს", ისევე შეუძლებელია მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება!

„ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა. საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო.

ასევე, ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი.. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ...

ამ სასაცილო და უსუსურ პროპაგანდისტულ მეთოდზე ხელისუფლებას მინდა შემდეგი პასუხი გავცე: ტყუილად ნუ წვალობთ! როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება!

საზოგადოებას შევახსენებ, რომ, როგორც გავიგე, თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს.

თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს. ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები!

ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე. შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან. მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!

აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი - ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით… ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“, - წერს ღარიბაშვილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ჩვენ მოვიგებთ შუალედურ არჩევნებს და გადავარჩენთ ამერიკას
ღარიბაშვილი - ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე, ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან
ღარიბაშვილი - საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი - ტყუილად ნუ წვალობთ
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics