14:36 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-07 13:50:15, 219 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ  ბოლო დროს დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები ეს არის სპეკულაციები საქართველოს ხელისუფლების დაზიანების მიზნით.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა ჯგუფები დგანან ამ ყველაფრის უკან.  

„მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება ამასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არასერიოზულია. თუნდაც ამ საუბრიდან იკვეთება, რომ მეტრები და კილომეტრები ვერ გაურკვევიათ და ვერ გაუგიათ, რაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რომ როგორმე ხელისუფლება დააზარალონ, ჩირქი მოსცხონ, თუმცა საზოგადოებაში არაფერი იმალება, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ასე რომ, ჩვეულებრივი სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით, უსაფუძვლო და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.

არ ვიცი, კონკრეტულად რა ჯგუფები დგანან ამის უკან, რა ინტერესები აქვთ. ერთი ცხადად იკვეთება - არის მცდელობა, რომ ხელისუფლება დააზიანონ ამ ტიპის ბრალდებებით, უსაფუძვლო სპეკულაციებითა და განცხადებებით“, - აღნიშნა კალაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics