|
2026-09-04 14:43:20, 230 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაში მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული
ჩვენი ნომერ პირველი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება, აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგება, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში და ეს გარდაუვალია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. „სააკაშვილის განცხადება შემთხვევითი ნამდვილად არ არის. ამას წინ უძღოდა კარგად დაგეგმილი კამპანია, ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადება, ქართველებს ომის დანაშაულების ჩადენა რომ დააბრალა. შემდეგ გვარამიას განცხადება გვახსოვს, რომ თითქოს ეს რაღაცა ტრავმაა, რომელიც უნდა მოვიშოროთ, მას ქალბატონი სამადაშვილი აჰყვა, შემდეგ ბატონმა სააკაშვილმა შეკრა ეს ნარატივი. ესენი მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება არ ჰქონდეს. ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, როდესაც ოკუპანტს გადააბარეს ტერიტორიები. ეს 2008 წელს არ დაწყებულა, ეს დაიწყო 2006 წელს, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. პარალელური არჩევნები ჩაატარეს და „გაუპრავეს“ ის არალეგიტიმური არჩევნები სეპარატისტებს. შემდეგ ღალატის მუხლი ამოიღეს, აღუდგინეს ე.წ. საზღვრები, რომელიც ზვიად გამსახურდიას დროს გაუქმებული იყო. ეს ღალატის ქრონიკა კარგად დაორგანიზებული იყო, რომელიც ორი წლით ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველოს ასეთ შარში გახვევდნენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროკავშირი ლაიფციგში მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვას ამზადებს
ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაში მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული
Air Tanzania-მ მოსკოვში ფრენები რისკის შეფასების შემდეგ შეაჩერა
ნეპალში, კატასტროფიდან ცხრა დღის შემდეგ, ორი მუშა გადაარჩინეს ჩაკეტილი გვირაბიდან
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)