17:55 - 03 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-03 16:25:24, 243 ნახვა

პოლიტიკა
მოსკოვს საქართველოსთან, ჩრდ. კორეასა და სხვა მეგობრულ მეზობლებთან თანამშრომლობის განვითარება სურს

რუსეთს შეუძლია, „მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყნებს“ რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელები შესთავაზოს და ამ მიმართულებით „მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან“.

ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ალექსეი შევცოვმა განაცხადა.

„რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელების შეთავაზება და ამას ვაკეთებთ კიდეც ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ბელარუსი და ყაზახეთი, ასევე ყველა მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყანასთან. ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს. ჩემი აზრით, რეგიონთაშორისი კავშირები მარტივი ვაჭრობიდან და საქონლის გაცვლიდან ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნამდე უნდა განვითარდეს“, – განაცხადა შევცოვმა, „ინტერფაქსის“ ცნობით, ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.

შევცოვმა საქართველოზე განცხადება 2025 წელსაც გააკეთა. მაშინ მან თქვა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ გამონახა შესაძლებლობა და ძალა, წინააღმდეგობა გაეწია ტრადიციულ წეს-წყობილებაზე შეტევისა და კავკასიელი ხალხებისთვის უცხო ფსევდოღირებულებების დანერგვის მცდელობისთვის“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოჭის პორტზე თავდასხმა, სავარაუდოდ, უპილოტო ნავებით განხორციელდა
გვარამია ღარიბაშვილზე - იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ამაში დარწმუნებული ვარ, ცრუ დასმენის მუხლით
ფაშინიანი: თუ რუსეთი გადაწყვეტს სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით
23 აგვისტოდან ყულევის ნავთობქარხანამ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ბლექ სი პეტროლიუმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics