|
2026-09-03 16:33:05, 248 ნახვა
ომი უკრაინაში
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
უკრაინამ დაიწყო ოპერაცია მოსკოვის აეროპორტების ათასობით დრონის გამოყენებით დაბლოკვის მიზნით. ამის შესახებ კიევში წყარომ The Atlantic-ის ჟურნალისტ Simon Schuster-ს განუცხადა. მისი თქმით, ოპერაცია დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიერ რუსეთის საჰაერო სივრცის საფრთხეების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ. ჯერ კიდევ აგვისტოში, The Atlantic-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ კიევმა შეიმუშავა გეგმა მოსკოვის საავიაციო ჰაბზე მასშტაბური თავდასხმის შესახებ. ოპერაციას, კოდური სახელწოდებით „M&Ms“, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი ამზადებდა. გეგმა ითვალისწინებდა ყოველ ღამე ხელოვნური ინტელექტით (AI) და რელიეფის რუკებით აღჭურვილი 1000-მდე დრონის გაშვებას, რათა გადაეტვირთათ საჰაერო თავდაცვის სისტემები, ჩაეშალათ მოსკოვის აეროპორტის ოპერაციები და უცხოური ავიაკომპანიები იძულებული გაეხადათ შეეწყვიტათ ფრენები რუსეთში. კიევი იმედოვნებდა, რომ ვლადიმერ პუტინს აიძულებდა, ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებს დაბრუნებოდა. The Atlantic-ის წყაროების თქმით, გეგმა ზელენსკის 2026 წლის დასაწყისში წარუდგინეს. მაშინ მან შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო თვითმფრინავების დაზიანების და მგზავრებსა და აეროპორტის პერსონალს შორის მსხვერპლის გამოწვევის რისკის გამო. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ოპერაციისთვის მზადების გაგრძელების ნებართვა მისცა, რაც რუსეთის ხელისუფლებასა და ელიტაზე ზეწოლას გააძლიერებდა და მათთვის საზღვარგარეთ მოგზაურობას გაართულებდა. გეგმის ორგანიზატორებმა ასევე შესთავაზეს, რომ ზელენსკის გაეფრთხილებინა სამოქალაქო ავიაკომპანიები, თავი აერიდებინათ მოსკოვის აეროპორტებიდან. 1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა საჯაროდ გააფრთხილა უცხოური ავიაკომპანიები და სადაზღვევო კომპანიები რუსეთის საჰაერო სივრცის საფრთხეების შესახებ. ამის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიხამ განაცხადა, რომ კიევმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) რუსეთის ცის საფრთხეების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ „სამოქალაქო თვითმფრინავებზე თავდასხმის საფრთხეები“ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოვლინებაა“ და „ართულებს ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობას“. ამასობაში, ზელენსკის განცხადების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა ოპერაციების შეზღუდვა დაიწყეს. Flightradar24-ის ცნობით, მხოლოდ 2 სექტემბრის ღამეს, შერემეტიევოს აეროპორტში 21 რეისი გაუქმდა და 235 გადაიდო, ხოლო ვნუკოვოს აეროპორტში 22 რეისი გაუქმდა და 94 რეისი გადაიდო. 3 სექტემბრის ღამეს მოსკოვის საჰაერო ცენტრი ფაქტობრივად კვლავ პარალიზებული იყო. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 2 სექტემბრის საღამოდან 3 სექტემბრის დილამდე დედაქალაქთან მიახლოებისას 103 დრონი ჩამოაგდეს.
სოჭის პორტზე თავდასხმა, სავარაუდოდ, უპილოტო ნავებით განხორციელდა
გვარამია ღარიბაშვილზე - იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ამაში დარწმუნებული ვარ, ცრუ დასმენის მუხლით
ფაშინიანი: თუ რუსეთი გადაწყვეტს სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით
23 აგვისტოდან ყულევის ნავთობქარხანამ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ბლექ სი პეტროლიუმი
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
ზედიზედ მეორე თვეა, რუსეთმა უკრაინის ფრონტზე 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)