17:55 - 03 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-03 16:21:47, 239 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ფარულავა –პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესს ვინმე თუ ხელს უშლის, ეს არის ქურდული ოცნება

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესს ვინმე თუ ხელს უშლის, ეს არის ქურდული ოცნება, კრიმინალური, კორუფციული რეჟიმი, რომელსაც სურს, რეპრესიით და ტერორით შეინარჩუნოს ძალაუფლება ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ლაშა ფარულავას თქმით, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება ცინიკურია.

„ცინიკურია „ქართული ოცნების“, ქურდული ოცნების და მისი წარმომადგენლის, პაპუაშვილის განცხადება, როდესაც ჯარს პარავ ფულს, საბავშვო ბაღში პატარებს პარავ ​ულუფას, ანგრევ სკოლებს, არ აშენებ და მიტოვებულია სარეაბილიტაციოდ გამზადებული შენობა-ნაგებობები, ხალხს მხოლოდ უძვირებ ცხოვრებას და ჰპირდები, რომ გაგიიაფებ ცხოვრებასო, ამ ყველაფრის შემდეგ კი უფრო და უფრო ძვირდება. „ქართულ ოცნებას“ არათუ მორალური, არამედ პოლიტიკური უფლება აღარ აქვს, ვინმეზე ან რამეზე ისაუბროს. მათი ერთადერთი ინსტრუმენტია რეპრესია და ტერორი. მათი სურვილია, ამ ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება. არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ. ვინმეს თუ აქვს ლეგიტიმაცია, ეს არის საქართველოს პატრიარქი შიო მესამე, რომელსაც ჰქონდა სურვილი, პოლიტიკურ პატიმრებს დაეტოვებინათ საპატიმროები, თუმცა „ქართული ოცნება“, ქურდული ოცნება უშლის ხელს ამ პროცესს. სწორედ ამიტომაა, რომ რამდენიმე ადამიანმა დატოვა მხოლოდ საპყრობილე და არა ყველა პოლიტიკურმა პატიმარმა. შიო მესამის აღსაყდრებისას იყო პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის ჩვენი მხრიდან, რომ საჭირო იყო ამ პოლიტიკური კრიზისის დასრულება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რასაც არა მხოლოდ დაეთანხმნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები და პატრიარქი შიო მესამე, არამედ მათ დაიწყეს მუშაობა. ამ პროცესს ვინმე თუ უშლის ხელს, არის მხოლოდ ქურდული ოცნება, კრიმინალური, კორუფციული რეჟიმი, რომელსაც სურს, რეპრესიით და ტერორით შეინარჩუნოს ძალაუფლება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სოჭის პორტზე თავდასხმა, სავარაუდოდ, უპილოტო ნავებით განხორციელდა
გვარამია ღარიბაშვილზე - იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ამაში დარწმუნებული ვარ, ცრუ დასმენის მუხლით
ფაშინიანი: თუ რუსეთი გადაწყვეტს სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით
23 აგვისტოდან ყულევის ნავთობქარხანამ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ბლექ სი პეტროლიუმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics