17:55 - 03 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-03 16:18:16, 239 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი – პროკურატურის სწორმა რეაგირებამ მოგვცა სურათი, რომ ღარიბაშვილის პოსტზე ვინც აჟრიამულდა, იტყუებოდა

 თითოეული ადამიანი, რომელიც აჟრიამულდა და ღარიბაშვილის პოსტს აჰყვა, თავის მხრივ, იტყუებოდა. ახლა ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს, რომ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ, – ამის შესახებ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„მისმა განცხადებებმა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი ააჟრიამულა. პროკურატურის მხრიდან მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა არსებული მტკიცებულება მიდიან ერთ დასკვნამდე, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ეს არის ხელსაყრელი მომენტი, გარკვეული პოლიტიკური დაზიანება მიაყენოს და დისკრედიტაცია გაუკეთოს როგორც პროკურატურას, ისე მთლიანად ხელისუფლებას. უზომოდ სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა გამოხმაურება, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან. როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ. რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა – ატკინე, დააზიანე მაინცო. ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც. სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა. იმის მიუხედავად, რაოდენ ნაწყენიც ან გაბრაზებულიც არ უნდა იყოს თავისი გადმოსახედიდან, ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ ვინმე „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოჭის პორტზე თავდასხმა, სავარაუდოდ, უპილოტო ნავებით განხორციელდა
გვარამია ღარიბაშვილზე - იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ამაში დარწმუნებული ვარ, ცრუ დასმენის მუხლით
ფაშინიანი: თუ რუსეთი გადაწყვეტს სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით
23 აგვისტოდან ყულევის ნავთობქარხანამ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ბლექ სი პეტროლიუმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics