|
2016-04-07 16:42:55, 672 ნახვა
საზოგადოება
„წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამით სტიპენდია 67 სტუდენტს გადაეცა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პროგრამის, „წარმატებული სტუდენტების წახალისების“ ფარგლებში, 67 მაგისტრანტს სტიპენდია გადასცა. მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისებაა. მუნიციპალიტეტის სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელიც არის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და წინა სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს 91 და მეტი ქულა. (A კატეგორია - ფრიადი). პროგრამა სემესტრულია და თითოეული სტიპენდიანტი 450 ლარს იღებს. „გრძელდება პროგრამა, რომელიც წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას გულისხმობს. გვსურს, მათი მოტივაცია უფრო მეტად გაიზარდოს. წარმატებული სტუდენტი ქალაქისა და ქვეყნის წარმატების საწინდარია. ეს არის მოკრძალებული ინვესტიცია ჩვენსავე მომავალში. მათ უნდა შევუქმნათ გარემო უკეთესი კვალიფიკაციისა და განათლებისთვის. პროგრამის მიზანიც სწორედ ეს არის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. „წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამის პირველ ორ ეტაპზე სტიპენდია 150-მდე სტუდენტმა მიიღო. პროგრამა მომდევნო სასწავლო წლებშიც გაგრძელდება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)