19:51 - 02 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-02 18:21:19, 232 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა

სპეციალური პენიტენციური  სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე  მტკნარ სიცრუეს უწოდებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ  განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა. როგორც  პატარიძე  განმარტავს, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი  სრულად აქვს ამოწურული.

,,სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს პენიტენციურ სამსახურს განმარტების გაკეთება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ვითომდა გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე გამომდინარე იქიდან, რომ მას სრულად აქვს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი ამოწურული", _განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მისივე თქმით, მსჯავრდებულ ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორს არც დამატებითი პაემნით წახალისების თაობაზე გამოუცია სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა.

,,აქვე განვმარტავ, რომ  დაწესებულების დირექტორს სრული უფლება აქვს გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულის პაემნით წახალისებასთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში  მსგავსი აქტი გამოცემული არ ყოფილა და შესაბამისად, ვერც პაემანი ვერ იქნებოდა ჩანიშნული", _განაცხადა გიორგი პატარიძემ და მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
დაურ ბუავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
რუსეთში სკოლის მოსწავლეები ორი დღის განმავლობაში დანით თავს სამჯერ დაესხნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics