16:39 - 02 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-02 15:52:08, 232 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი – სამწუხაროა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის მხრიდან ასეთ დონეზე დაცემა

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის მხრიდან ასეთ დონეზე დაცემა ძალიან სამწუხაროა. რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდი, სააკაშვილმა ან ელისო კილაძემ დაწერეს, ისეთი დაბალი დონის საქციელია, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს.

მაჭავარიანის თქმით, ღარიბაშვილის სახლიდან რამდენიმე მილიონი ამოიღეს, ასევე ოქროს ზოდები და თავადაც აქვს ყველაფერი აღიარებული, შემდეგ კი გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში ყოფილა დამნაშავე.

„ძალიან სამწუხაროა ყოფილი პრემიერისგან სამართლებრივი საკითხის პოლიტიზება. პირდაპირ ეთერში ვხედავდით კადრებს, რამდენიმე მილიონი ამოიღეს მისი სახლიდან, მათ შორის ოქროს ზოდები და თავადაც აღიარებული აქვს ეს ყველაფერი. შემდეგ გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში ყოფილა დამნაშავე. სამწუხაროდ, გუშინაც მორიგი ბოდვა ვიხილეთ. ამ ზღაპრების არავის სჯერა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის მხრიდან ასეთ დონეზე დაცემა ძალიან სამწუხაროა. ისეთი დაბალი დონის საქციელია, რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდი, სააკაშვილის ან ელისო კილაძის დაწერილი წერილია. ნამდვილად არ ვიცი, ვისი დირექტივით მოქმედებს. ერთადერთი, რაც ვიცი, არის, რომ მისი პირველი წერილი უკავშირდებოდა იმ ბრალს, რომელიც მან უკვე იცოდა კორუფციასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, სცადა, ამ საკითხის პოლიტიზება მოეხდინა და თავისი თავის დაზღვევა, რაც მიუღებელია. ეს ძალიან დაბალი დონის საქციელია, თან როდესაც შენს გუნდს უპირისპირდები მოგონილი ზღაპრებით, რომლისაც, სავარაუდოდ, არავის სჯერა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა.

ყველაფერი რაღაც სპექტაკლს დაემსგავსა. ძალიან მდაბიო საქციელია. მისი მხრიდან ეს ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი, ფაქტობრივად, სააკაშვილის დონეზეა დაცემული. გულდასაწყვეტია, როდესაც შენი გუნდის ყოფილი ლიდერი ამ დონეზეა დაცემული. ეს გულდასაწყვეტია ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო. შესაბამისად, ყველანი გულდაწყვეტილი ვართ იმ დანაშაულით, რაც მან ჩაიდინა. ეს გუნდისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იყო. ჩვენთვის მძიმე იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელს ვერ დავაფარებდით. დავამტკიცეთ, გუნდის წევრობა არ ნიშნავს, რომ შენ, შეიძლება, რაღაც ჩაიდინო და დაუსჯელი დარჩე. რაც ამ ყველაფერს მოჰყვა – პირდაპირ ელისო კილაძისა და „ასავალ- დასავალის“ დონეზე დაცემა, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმეა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალექსანდრე თამაზაშვილი - მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ ირაკლის განადგურების პროცესს? მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა
კახა კალაძე: არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ გადავადდეს სამუშაოების ვადა
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics