|
2026-09-02 16:30:39, 2127 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ გადავადდეს სამუშაოების ვადა
რუსთველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია — არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ სამუშაოები შეფერხდება. ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ კიკნაძესთან ერთად დაათვალიერა რუსთველის გამზირზე სარემონტო და არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობა. „სამუშაოების დროს ადგილზე აღმოაჩინეს არქეოლოგიური არტეფაქტები. ბუნებრივია, ჩვენ დაუყოვნებლივ შევაჩერეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. ეს არის აღმოჩენები, რომლებიც მე-10 და მე-11 საუკუნეებით თარიღდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. დაველოდებით შესაბამისი სამუშაოების დასრულებას. რაც შეეხება გამზირის სხვა მონაკვეთებს, პირველი ნაბიჯი მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ ინფრასტრუქტურის ათწლეულების განმავლობაში გაძლება. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე პრობლემები არ არის“. კალაძის თქმით, არქეოლოგიურმა აღმოჩენამ მხოლოდ ერთ მონაკვეთზე შეაჩერა რემონტი, „თუმცა, არქეოლოგები ძალიან სწრაფად მუშაობენ“. „ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, რომ განვიხილოთ სამუშაოების გახანგრძლივება. თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება, ამას განვიხილავთ. ბიზნეს სექტორთან დაკავშირებით, ჩვენ არ მიგვიღია არანაირი მოთხოვნა. გამზირზე ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა შეზღუდული არ არის, მაგრამ თუ ბიზნესის წარმომადგენლები შეხვედრას მოისურვებენ, ჩვენ მზად ვართ. ჩვენი კარები ყველასთვის ღიაა“, - განაცხადა კალაძემ.
PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



