16:31 - 02 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-02 15:35:29, 213 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე: ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია მტკიცებულებების გარეშე იმ კონკრეტული ფაქტით სპეკულირება, რომელიც  ერთ-ერთი უფლებადამცველის გარდაცვალებას ეხება და რომელიც დადასტურებულია როგორც სუიციდი.    

„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განმარტება და კიდევ გავიმეორებ - ძალიან მიჭირს, რთულია და არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც საკითხი ყოფილ თანაგუნდელს ეხება, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს, და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. იგივე ეს კონკრეტული ფაქტი, რაც დადასტურებულად, სამწუხაროდ, არის სუიციდი, და ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ადამიანურად ვამბობ - ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად, ადამიანურად. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ერთხმად ლაპარაკობენ ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი  და „ნაციონალური მოძრაობა“ - ქვეყნის მტრები, ეს ყველაფერი ძალიან მძიმე სანახავია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა გახდეს თუ არა ღარიბაშვილის ბოლო განცხადება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების საფუძველი, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გამოძიების საფუძველი ვერ გახდება განცხადება ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ლევან მაჭავარიანი – სამწუხაროა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის მხრიდან ასეთ დონეზე დაცემა
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics