04:20 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-02 12:55:13, 904 ნახვა

რიყის ქვაფენილი ასფალტით ჩანაცვლდება - ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს.

"სამუშაოების შედეგად, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირთათვის. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელები. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით“, - თქვა კალაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics