2026-08-31 11:23:16, 945 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დანიშნეს
იერლან კარინი ყაზახეთის ვიცე-პრეზიდენტად კურულთაის გადაწყვეტილებით დაინიშნა. მისი კანდიდატურა ყაზახეთის პრეზიდენტმა წარადგინა და 145 დეპუტატიდან 141-მა ტოკაევის არჩევანს მხარი დაუჭირა. თუ პრეზიდენტი ვერ შეძლებს თავისი მოვალეობების შესრულებას, მისი მოვალეობები დროებით ვიცე-პრეზიდენტს, შემდეგ კურულთაის თავმჯდომარეს და ბოლოს პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.
იერლან კარინი პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის, სახელმწიფო მდივნის, ხოლო 2022 წლის ივნისიდან ყაზახეთის სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ეს თანამდებობა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე გაუქმდა. 2026 წლის ივნისიდან კარინი ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ასევე, კურულთაის 137 დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოლჟას ბექტენოვს მისცა ხმა. მან შეინარჩუნა თანამდებობა, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან ეკავა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან