|
2016-04-07 15:31:45, 589 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“-ის II ტური დაიწყო
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტურის პირველი კონცერტი დღეს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. კონცერტში კახეთისა და ქვემო ქართლის ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და სახალხო მთქმელები მონაწილეობდნენ. ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. მასში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II ტური, ფინალი და გალა კონცერტი ელის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მეორე ტურის კონცერტები ასევე გაიმართება 12 აპრილს გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, 20-21 მაისს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრში, 24 მაისს თბლისში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და 30-31 მაისს ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. "ვფიქრობ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტი ჩატარდა დღეს. მომავალი სამი თვის განმავლობაში-ივნისის ბოლომდე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სანახაობები ელის",-განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ. ფესტივალის ფინალი შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი - მუსიკა და ქორეოგრაფია. ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემიები. გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები. "ხალხურ სიტყვიერებას აქვს თავისი საზომი, თავისი ტრადიციული აზროვნება, ბევრი სპეციფიური ნიშანი, რომლის მიხედვითაც მათ პირველი ეტაპიდან გადაინაცვლეს მეორე ეტაპზე და გადაინაცვლებს ფინალისკენ. ვცდილობთ ვიყოთ ლოიალურები, მაგრამ არის რაღაცეები რაც არ დაიშვება", - განაცხადა ჟიურის წევრმა ეთერ თათარაიძემ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)