16:56 - 28 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-28 15:29:48, 241 ნახვა

პოლიტიკა
კულანინი რუსეთში გაძევების შემთხვევაში, შესაძლოა წამების მსხვერპლი გახდეს - უფლებები საქართველო

"უფლებები საქართველო" მიხეულ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ დენის კულანინზე, რომელიც ამჟამად იგრაციის დეპარტამენტის ცენტრშიაა გადაყვანილი, განცხადებას ავრცელებს. 

ორგანიზაციის თქმით, კულანინი რუსეთში გაძევების შემთხვევაში, (უკრანის მხარდაჭერის გამო) შესაძლოა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს. 

ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსათვის“ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა მოხდეს მიხეილ ყაველაშვილის მიერ გუშინ შეწყალებული დენის კულანინის რუსეთის ფედერაციაში დეპორტაცია.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის სტრუქტურას იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია პირის იმ სახელმწიფოში დეპორტაცია, რომელშიც შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას.

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დენის კუნანინი მის მიერ უკრაინის მხარადჭერის და რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაგმობის საჯარო განცხადებების გამო, რუსეთში ამგვარი მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

 ,,უფლებები საქართველო" გამოთქვამს მზადყოფნას, დაიცვას დენის კულანინის ინტერესები სადეპორტაციიო საქმის წარმოების შემთხვევაში.

 ,,უფლებები საქართველოს” იურისტები დენის კულანინის ინტერესებს, ასევე, წარმოადგენდნენ თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში სხვადასხვა სამართლებრივი დავის ფარგლებში, კერძოდ, სამართლებრივი დახმარება გავუწიეთ მის მიმართ დამდგარი განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრებაში.

ასევე, დენის კულანინს მიმართული ჰქონდა თავშესაფრის მოთხოვნით მიგრაციის დეპარტამენტისათვის, თუმცა, მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა თავშესაფრის მიცემაზე. აღნიშნული უარი ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა სასამართლოში. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა არ დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივარი", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მობილიზაციის შიშის გამო, ერთ კვირაში 100 000-ზე მეტი რუსი გაემგზავრა საქართველოში.
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი მოკლეს
ჰააკონ VIII ნორვეგიის მეფე გახდა
კულანინი რუსეთში გაძევების შემთხვევაში, შესაძლოა წამების მსხვერპლი გახდეს - უფლებები საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics