|
2026-08-28 15:42:35, 1953 ნახვა
ევროპის ამბები
ჰააკონ VIII ნორვეგიის მეფე გახდა
ჰააკონ VIII, გარდაცვლილი ჰარალდ V-ის ვაჟი, ნორვეგიის მეფე გახდა. ტახტზე ასვლამდე ის კრონპრინცის (ტახტის მემკვიდრის) ტიტულს ატარებდა. დაიბადა 1973 წლის 20 ივლისს ოსლოში. ის მეფე ჰარალდ V-ისა და დედოფალ სონიას ერთადერთი ვაჟია. ჰააკონ VIII თანამედროვე ეპოქაში (1905 წელს შვედეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ) ნორვეგიის მეოთხე მონარქია. მან მამის სამეფო დევიზი — „ყველაფერი ნორვეგიისთვის“ (Alt for Norge) შეინარჩუნა. 2001 წელს დაქორწინდა მეტე-მარით ტიესემ ჰოიბიზე. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ — პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა (რომელიც მამის გამეფების შემდეგ ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა) და პრინცი სვერე მაგნუსი. ევროპის ყველაზე ხანდაზმული მონარქი დღეს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთი დღით ადრე ნორვეგიის სამეფო კარმა მონარქის მძიმე მდგომარეობის შესახებ განაცხადა. ჰარალდ V 17 აგვისტოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას შემდეგ მეფის მოვალეობას მემკვიდრე პრინცი ჰააკონი ასრულებს.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)