03:55 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-27 22:12:30, 11331 ნახვა

რეგიონი
ზელენსკი კიშინიოვში ჩავიდა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიშინიოვში მოლდოვას დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩავიდა.

„ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განუცხადა.

ვიზიტის დროს ზელენსკი მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, რასაც მოჰყვება სამმხრივი შეხვედრა რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუსორ დანთან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიშინიოვში მოლდოვას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დაიწყო, რომელშიც 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ტექნიკა მონაწილეობდა.

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოლდოვას საჰაერო სივრცეში ხუთი რუსული დრონის გადაფრენას დამოუკიდებლობის წლისთავის აღნიშვნის დღეს დაშინების აქტი უწოდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics