22:28 - 27 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-27 22:05:57, 238 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ამბობს, რომ 10 წლის მუშაობის შედეგად მდინარაძემ ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო

მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს საკუთარი ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, გუნდის წინაშე დამსახურებისთვის, – განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

გეგმები იცვლება ხოლმე. თავის დროზე ჩვენ ყველას, არა მარტო მას პირადად [მამუკა მდინარაძეს], ჩვენ ყველას ერთად გვქონდა კონკრეტული გეგმა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება და ნუ მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო ის, რომ დამღლელი არის გარკვეულწილად ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველა ვართ ჩართული, არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ფიზიკურ დაღლას, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც არის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და ჩვენ ამას გაგებით მოვეკიდეთ.

ამაზე გვქონდა ჩვენც მსჯელობა, შემდეგ ცალკე მქონდა მე მსჯელობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც მოვისმინეთ მისი პოზიცია საკუთარ გადადგომასთან დაკავშირებით და ნუ, საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გასაზიარებელი აღმოჩნდა ის პოზიცია. აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, არის ბევრ სტრესთან დაკავშირებული ის საქმიანობა, რასაც ქვია პოლიტიკური საქმიანობა, აქედან გამომდინარე ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგები იყო მამუკა მდინარაძის პოზიცია და, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ და გავიზიარეთ მისი დამოკიდებულება.-განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სრებრენიცაში გენოციდის ბრალდებით გასამართლებული რატკო მლადიჩი ჰააგაში გარდაიცვალა
ზელენსკი კიშინიოვში ჩავიდა
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
კობახიძე ამბობს, რომ 10 წლის მუშაობის შედეგად მდინარაძემ ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics