16:44 - 26 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-26 15:51:51, 293 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელმა მახაშვილმა რუსების მასიური შემოდინება ტურისტულ სეზონს დააბრალა

ჩვეულებრივი ტურისტული სეზონი მიმდინარეობს და არა მხოლოდ ერთი საზღვრიდან, არამედ საქართველოს ყველა საზღვრიდან, სახმელეთო იქნება თუ საჰაერო. განსაკუთრებული არაფერი ხდება და სტატისტიკაც ამაზე მიუთითებს – ერთი და მეორე მხრიდან ჩვეულებრივი კვეთა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა რუსეთის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს და შემომსვლელთა რაოდენობა გამსვლელების რაოდენობაზე ნაკლებია.

„სჯობს, ამ ვაი პოლიტიკოსებმა საკუთარი თავი დაისაქმონ და საკუთარ ბელადებს შეხედონ, 2008 წლის ომიდან რამდენიმე დღეში რას აკეთებდნენ, როცა რუსებს ფიანდაზებს უგებდნენ და საქართველოში ასე უძღვებოდნენ. სტატისტიკით განსაკუთრებული არაფერი ხდება, ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს. შემომსვლელების რაოდენობა გამსვლელების რაოდენობაზე ნაკლებია, განსაკუთრებული არაფერი ხდება. მათი პრეზიდენტი ლარსზე იდგა და შემომსვლელ მანქანებს ეხვეწებოდა, ოღონდ აქ შემოდით და ფული დახარჯეთ, მთელი საქართველო ფეხქვეშ დაგეგებით, გადაგყვებითო. ეს ყველაფერი რუსოფობიის კამპანიის გაგრძელებაა, რომლის მიზანია დაძაბულობის შემოტანა, სიძულვილის გაღვივება. ეს არის დაპირისპირებისკენ მიმავალი გზა. ეს ადამიანები ვაი პოლიტიკოსები არიან, რადგან საზოგადოებაში, რთულ რეგიონში ერებს შორის დაპირისპირებას აღვივებენ. 2008 წლის ომი მათი ომი არ იყო? რუსეთი მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო, რომ პატრიოტული განწყობა გაღვივებოდათ? ეს ყველაფერი ხელოვნური და ყალბი პოლიტიკური აქტივობაა, რომლის მიზანია, ანტირუსულ ემოციებს მოერგონ. რასაც ვხედავთ, პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობაა“, – აღნიშნა მახაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა თანამშრომელს დაეჯახა – კაცი დაიღუპა
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე რუსების მასიურ შემოდინებას ისევ ნაცებს აბრალებს
მიხეილ სააკაშვილი – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები, იდიოტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics