|
2026-08-26 11:41:13, 1193 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კამპუსი - სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
წარმატებისთვის "სწორ დროს და სწორ ადგილას" ყოფნა ყოველთვის საჭირო არ არის. თიბისის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ამ ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა თიბისი კამპუსი — უფასო ონლაინ პროგრამა 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. მონაწილეებს შეუძლიათ ცოდნა მიიღონ მარკეტინგის, პროდუქტის მენეჯმენტის, ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებებით და სწავლის პარალელურად პრაქტიკული უნარებიც განივითარონ. გაგაცნობთ თიბისი კამპუსის კურსდამთავრებულს სოფო ბერიძეს ახალციხიდან: "ჩემი ქალაქის დატოვება არ მინდა და ვფიქრობ, რომ თუ განვითარება და სწავლა გინდა ნებისმიერი ადგილიდან შეძლებ ამას. სწორი ადგილი და სწორი დრო არ არსებობს შენი მომავლის შესაქმნელად. შენ მომავალს ირჩევ შენ. ჩემი მთავრი გეგმაა რომ მიღებული ცოდნა გამოვიყენო სხვადასხვა ობიექტებისთვის მარკეტინგული კამპანიების შესაქმნელად. კამპუსის კურსის გავლის შემდეგ ერთ-ერთ კვების ობიექტს ახალციხეში უკვე გავუწერე მარკეტინგული კამპანია". კამპუსის პროგრამა მხოლოდ ლექციებს არ გულისხმობს. აქ მონაწილეები ინტერაქციულ ფორმატში სწავლობენ, ურთიერთობენ ლექტორებთან და მენტორებთან, მუშაობენ რეალურ პროექტებზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თანამოაზრეებს იცნობენ. ონლაინ ფორმატი მათ საშუალებას აძლევს, სწავლა საკუთარ ყოველდღიურობას მოარგონ და გეოგრაფიული ბარიერების გარეშე მიიღონ თანამედროვე განათლება. თიბისი კამპუსს უკვე 1 000-მდე მონაწილე ჰყავს, მათგან 57% რეგიონებიდანაა, ხოლო ბოლო ნაკადი 112-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა. კამპუსთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი ტექსკოლასა და თიბისი IT აკადემიასაც. თიბისის ონლაინ განათლების მიზანია, ხარისხიანი განათლება ფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერებზე დამოკიდებული არ იყოს. თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები — სწორი ადგილია განათლებისთვის!
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)