2026-08-24 15:22:13, 2387 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო ხარჯებისთვის 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ევროკომისია კიევს სამხედრო ხარჯებისთვის 6.1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომელიც კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა, იუწყება DW.
თანხები გამოყენებული იქნება „საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალისთვის და რადარის სადგურებისთვის, რომლებიც უკრაინას ახლა სასწრაფოდ სჭირდება“, აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ვებსაიტის ცნობით, ეს გადახდა უკრაინის მხარდაჭერის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის (UASL) ნაწილია და 2026–2027 წლებისთვისაა დაგეგმილი.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან