15:43 - 24 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-24 13:13:16, 229 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი – უკვე იკვეთება, რომ ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ და თემის პოლიტიზებას ცდილობდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ, რომელიც მის მიმართ წარდგებოდა და თემის პოლიტიზებას ცდილობდა.

მაჭავარიანის თქმით, რომელი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, კორუფცია არავის ეპატიება.

„ვერანაირ დეტალში ვერ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა. წერილები, რასაც ბატონი ღარიბაშვილი იწერებიდა – უკვე იკვეთება, რომ წინასწარ იცოდა მძიმე ბრალი, რაც მის წინაშე წარდგებოდა და თემის პოლიტიზებას ცდილობდა. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი იქნება, მოქმედი, თუ რომელი თანამდებობის პირი, ნებისმიერ შემთხვევაში ანალოგიური მიდგომა გვაქვს ნებისმიერ ადამიანზე. ჩვენ კორუფციას არავის ვაპატიებთ. შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით და ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული. ამ ხაზით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო ხარჯებისთვის 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
მაჭავარიანი – უკვე იკვეთება, რომ ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ და თემის პოლიტიზებას ცდილობდა
კობახიძე – დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics