|
2026-08-18 15:23:08, 1008 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
პოლონეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესვლის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთისას ვიზის წარდგენა მოეთხოვებათ. როგორც შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაჩეი დუშჩიკმა განაცხადა, გადაწყვეტილება წლის დასაწყისში ჩატარებულ ბაზრისა და მიგრაციის ანალიზს ეფუძნება. უწყების განმარტებით, აღნიშნულ ქვეყნებთან არსებულმა უვიზო რეჟიმმა სერიოზული სისტემური პრობლემები, მათ შორის არალეგალური დასაქმება, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა და ადამიანებით ვაჭრობის რისკები წარმოშვა. ახალი წესების მიხედვით, თითოეული სავიზო განაცხადის განხილვისას შესაბამისი ორგანოები დეტალურად შეისწავლიან მიგრაციულ რისკ-ფაქტორებს. იმ პირებზე, რომლებმაც პოლონეთის საზღვარი რეგულაციის ძალაში შესვლამდე გადაკვეთეს, ძველი დებულებები გავრცელდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წელს ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებზე სულ 39,092 სამუშაო ნებართვა გაიცა, საიდანაც უმრავლესობა კოლუმბიის (37,337), ხოლო ნაწილი ვენესუელისა (1,277) და საქართველოს (478) მოქალაქეებზე მოდიოდა. გადაწყვეტილებას შრომის ბაზრის ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ. „ლევიატანის კონფედერაციის“ წარმომადგენელ ნადია ვინიარსკასა და დასაქმების სააგენტო „ფოლგას“ დირექტორ იაკუბ ტომჩაკის განცხადებით, დამატებითი ბიუროკრატია ისედაც გადატვირთულ პოლონურ საკონსულოებს პარალიზებას ემუქრება. მათი შეფასებით, პროცედურების გაჭიანურება დააზარალებს იმ ბიზნესსექტორებს, რომლებიც კადრების დეფიციტს ებრძვიან, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც უცხოელი მუშაკების წვლილი პოლონეთის მშპ-ში სულ რაღაც ერთ წელიწადში 200 მილიარდიდან 416 მილიარდ ზლოტამდე გაიზარდა. სტატია მომზადებულია პოლონურ მედიაზე (Puls HR) დაყრდნობით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)