2026-08-18 12:28:50, 937 ნახვა
მსოფლიო
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
ჰორმუზის სრუტეში გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
UKMTO-ს განცხადების თანახმად, ხომალდს „დაუდგენელი ჭურვი“ იმ დროს მოხვდა, როდესაც ის ჰორმუზის სრუტეს ტოვებდა. დარტყმამ გემის ძრავის განყოფილება დააზიანა, რამაც ეკიპაჟის წევრებს შორის მსხვერპლი გამოიწვია. ადგილზე მყოფ დანარჩენ პერსონალს სამაშველო დახმარება ომანის სანაპირო დაცვამ აღმოუჩინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან