|
2026-08-18 12:02:27, 916 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
18 აგვისტოს ღამესა და გამთენიისას მოსკოვსა და მის შემოგარენში ძლიერი აფეთქებები ისმოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდნენ, რის გამოც დროებით დაიხურა დედაქალაქის ყველა აეროპორტი. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 17 აგვისტოს საღამოდან 18 აგვისტოს 05:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 620-ზე მეტი დრონი მოფრინავდა. მისივე თქმით, უშუალოდ მოსკოვის რეგიონში 180 უპილოტო აპარატი განადგურდა, ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილებზე კი საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ, თუმცა მერს კონკრეტული ლოკაციები და მიყენებული ზიანი არ დაუზუსტებია. რუსულ სახელმწიფო სააგენტო „ტასზე“ დაყრდნობით გავრცელებული ცნობით, ეს იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსკოვზე თავდასხმის ყველაზე მსხვილი მცდელობა. უკრაინული მონიტორინგის არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, იერიშის ერთ-ერთ სავარაუდო სამიზნეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წარმოადგენდა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის ივნისში ორჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც საწარმომ მუშაობა ექვსი თვით შეაჩერა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თავდასხმამ გამოიწვია ხანძრები და დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო და ენერგოობიექტები, ასევე კომპანია Wildberries-ის საწყობი. ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებულ ყველა იერიშს „ტერორისტულს“ უწოდებს. თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი იერიშები წარმოადგენს „სამართლიან პასუხს“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ თავდასხმებზე. კიევის განმარტებით, ამ მოქმედებების მთავარი მიზანია რუსეთის მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს კრემლის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები, შეეზღუდოს აგრესორს აგრესიის დაფინანსების წყაროები და აიძულონ იგი მშვიდობისკენ.
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)