|
2016-04-07 11:00:16, 552 ნახვა
საზოგადოება
215 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე გახდა
მთავრობის განკარგულებით წალკის, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 215 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცა. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის შემდგომ, მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა ეკომიგრანტი ოჯახების სახლები ადგილზე მოინახულეს. წინა წლებში სამინისტრო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს საკუთრებაში არ გადასცემდა. განსახლებული ოჯახების უმეტესობას არ ჰქონდა საკუთრების უფლების განცდა, რაც ახალ სამოსახლო ადგილზე ადაპტაციის პროცესს ხელს უშლიდა. არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, სამინისტრომ სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მთავრობის 2015 წლის განკარგულებით მოხდა 2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი საკადასტრო ნახაზების მომზადება და სახელმწიფო საკუთრებად მათი ხელახალი რეგისტრაცია. ამავე პროექტის ფარგლებში,მათი შემდგომი დაკანონების მიზნით, ამ სახლებში მცხოვრები ოჯახების აღწერაც განხორციელდა. 2016 წლიდან დაიწყო პროცესი, რომელსაც აჭარისა და სვანეთის რეგიონებიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. ამ ეტაპზე მთავრობის განკარგულებით საცხოვრებელი ფართი უკვე დაუკანონდა 215 ეკომიგრანტ ოჯახს. სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე წალკის, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი გახდება. საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტის პარალელურად, სამინისტრო 2013 წლიდან, სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს. 2013 წლიდან დღემდე სამინისტრომ საცხოვრებელი სახლი 200-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდა, წლის ბოლომდე კი უსაფრთხო გარემოში კიდევ 65 ოჯახი განსახლდება. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ წალკის მუნიციპალიტეტში შესყიდული სახლებიც მოინახულა და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო. გასულ წელს სამინისტრომ წალკის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის 10 სახლი შეიძინა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)