|
2026-08-17 10:58:53, 1022 ნახვა
სამართალი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს. მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა ა.ლ.-მ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ოპერატორმა ბ.ზ.-მ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)