16:59 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-13 08:23:49, 1273 ნახვა

მსოფლიო
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა, ე.წ. „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუბიომ ასეთი სქემების ორგანიზატორები აშშ-ის იმიგრაციის კანონების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა მთავრობის განზრახვის შესახებ, სრულად შეაჩეროს ეს პრაქტიკა.

„ამერიკის მოქალაქეობა არ იყიდება. თუმცა, ფართომასშტაბიანი დაბადების ტურიზმის ქსელები აშშ-ის კანონების ექსპლუატაციით სარგებლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების აშშ-ის ვიზების სისტემის მოტყუების მიზნით გადამზადებით, მოგზაურობისა და განთავსების ორგანიზებით და დოკუმენტების გაყალბებითაც კი - ყველაფერი იმისთვის, რომ მათ შვილებს მოქალაქეობა მიიღონ“, - წერს რუბიო.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა შექმნა დაბადების ტურიზმის პრევენციის სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვიზის მფლობელთა საქმიანობას იძიებს, უკანონო ქსელების დემონტაჟს და აშშ-ის კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების დასრულებას ისახავს მიზნად.

„მხოლოდ ერთ თვეში დაბადების ტურიზმის პრევენციის სამუშაო ჯგუფმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გამოიყენოს „ყველა არსებული ინსტრუმენტი“ შობადობის ტურიზმის ქსელების დასაშლელად და ამერიკული მოქალაქეობის პრინციპების დასაცავად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics