17:56 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-08 14:26:58, 950 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს

უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაესხმება თავს რუსეთთან არ დაკავშირებული გარკვეულ ნავთობტანკერებს, ასევე შავი ზღვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის გამოიყენება, იტყობინება Bloomberg აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

თანამდებობის პირის თქმით, შეთანხმება მიღწეული იქნა გასულ თვეში გემებზე თავდასხმების შემდეგ, რამაც ნავთობის ჩატვირთვა შეაჩერა.

უკრაინამ შექმნა სპეციალური საკომუნიკაციო არხები, რომელთა მეშვეობითაც კომერციული გადაზიდვების კომპანიები შეძლებენ საჭირო ინფორმაციის გადაცემას და გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფას, განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მან ისაუბრა ანონიმურობის პირობით, რადგან შეთანხმება კონფიდენციალურია.

შეთანხმება ეხება ინფრასტრუქტურას და გემებს, რომლებიც კრიტიკულია ყაზახური ნავთობის შავი ზღვის გავლით ექსპორტისთვის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
რეზო კიკნაძე - ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა - ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics